Skip to content

მიუკერძოებლობის შესახებ

მიუკერძოებლობა მენეჯმენტის სისტემების სერტიფიცირების საქმიანობისას მთავარი მიზანია და უზრუნველყოფს ნდობას დაინტერესებული მხარეებისთვის.

უმაღლესი მენეჯმენტს აღებული აქვს ვალდებულება უზრუნველყოს მიუკერძოებლობა სასერტიფიკაციო სამუშაოების მსვლელობისას. მენეჯმენტი გამორიცხავს მასზე ადმინისტრაციული, კომერციული, ფინანსური და სხვა ზეწოლის ნებისმიერ შესაძლებლობას რამაც შესაძლოა გავლენა იქონიოს სერტიფიცირების პროცესსა და მისი

შედეგების ობიექტურობაზე.

მენეჯმენტი აცნობიერებს მიუკერძოებლობის საფრთხეებს და იღებს ყველა საჭირო ზომას მათ აღმოსაფხვრელად.

კომპანია «თი ეს ემ-სერტ»-ში გადაწყვეტილებისა და სერტიფიცირების საქმიანობის მიუკერძოებლად მართვის მიზნით შექმნილია მიუკერძოებლობის უზრუნველყოფის საბჭო, რომელიც ფაქტობრივად განიხილავს ექსპერტთა საქმიანობის შედეგებს და იღებს გადაწყვეტილებას ორგანიზაციის მენეჯმენტის სისტემებთან შესაბამისობასა და სერტიფიცირების შესახებ.

საბჭოს შემადგენლობაში სავალდებულო წესით შედიან: სახელმწიფო და კერძო სექტორის, ბიზნეს გაერთიანებების, ასოციაციების, სამეცნიერო-სასწავლო და ფინანსურ-ეკონომიკური დაწესებულებების, მომხმარებელი ორგანიზაციის (კლიენტი) წარმომადგენლები.

საბჭოს საქმიანობა დამოუკიდებელია შპს «თი ეს ემ-სერტი»-სგან.