რა არის ისო 9001?
ბიზნესში სტანდარტიზაციას დიდი ხნის წინ ჩაეყარა საფუძველი. ჯერ კიდევ 1946 წელს დაიდო თანამშრომლობის ხელშეკრულება სტანდარტების შემუშავებისთვის. სერტიფიცირების ეს სისტემა შეიმუშავა სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ – ISO. თავად სტანდარტი ისო 9001 შემუშავდა 1984 წელს, რის შემდეგ რამდენჯერმე განიცადა ცვლილება (1994, 2000, 2008 და 2015 წლებში).
სერტიფიცირების სისტემის შემუშავების მთავარი მიზანია ქვეყნებს შორის პროდუქტებისა და სერვისების გაცვლის გამარტივება და თანამშრომლობა ეკონომიკურ და სამეცნიერო სფეროებში. კერძოდ:
- საერთაშორისო ვაჭრობა;
- საერთაშორისო სამომხმარებლო გარანტიის მოთხოვნების შექმნა;
- კომპლექსური პროდუქტების კომპონენტების სტანდარტიზაცია;
- ტექნიკური დოკუმენტაციის გაერთიანების საფუძველზე სამეცნიერო დარგების გაერთიანება;
- ტერმინოლოგიის სტანდარტიზაცია;
- აპრობირებული გადაწყვეტილებების საფუძველზე მართვის სისტემების შემუშავება.
რას უზრუნველყოფს ISO 9001 სერთიფიკატი?
სერტიფიცირება ნებაყოფილობითია და სერტიფიკატის არსებობა უზრუნველყოფს კომპანიის მაღალ კონკურენტუნარიანობას. ხოლო რიგი რეგულირებადი სფეროებში სავალდებულოა და ის საშუალებას აძლევს კომპანიას იმუშაოს ამა თუ იმ რეგულირებულ სექტორებში, ასევე დაუბრკოლებლად გავიდეს საერთაშორისო ბაზარზე.
რაც შეეხება კომპანიის პროდუქტის ან/და მომსახურების საბოლოო მომხმარებელს, სერტიფიკატის არსებობა, კომპანიის საიმედოობისა და პროდუქტის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის გარკვეული გარანტიაა.
მხოლოდ სერტიფიკატის ფლობა, რა თქმა უნდა კომპანიის წარმატების ფორმულას თუ არ იქნება უზრუნველყოფილი ISO 9001 სტანდარტში აღწერილი ხარისხის მართვის სისტემის დანერგვა, თანამშრომელთა პასუხისმგებლობა და ჩართულობა, სამუშაო პროცესების მუდვივი გაუმჯობესება რაც თავის მხრივ გავლენას ახდენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე.
როგორ მივიღოთ ISO 9001 სერთიფიკატი?
უპირველეს ყოვლისა, თქვენ უნდა აირჩიოთ სერტიფიცირების ორგანო. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ორგანო უნდა იყოს აკრედიტებული.
საქართველოში სერტიფიცირების ორგანოს აკრედიტაციის უფლება აქვს აკრედიტაციის ერთიან ეროვნულ ორგანოს – აკრედიტაციის ცენტრს, რომელსაც თავს მხრივ საერთაშორისო აკრედიტაციის ფორუმის International Accreditation Forum (IAF) მიერ აღიარებულია.
როგორ ხდება QMS დანერგვა?
ხარისხის მართვის სისტემა არ გულისხმობს პროდუქტის თითოეული ერთეულის ან/და ყოველი ოპერაციის სრულ კონტროლს მისი წარმოების/მომსახურების პროცესში, არამედ შექმნას ისეთი პირობები, რომელიც მინიმუმამდე დაიყვანს შეცდომებს და უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტს ან/და მომსახურებას.
ხარისხის მართვის სისტემის (QMS) დანერგვა ხდება ეტაპობრივად. ორგანიზაციის მენეჯმენტი იღებს გადაწყვეტილებას ხარისხის სისტემის ბიზნესში ინტეგრირების აუცილებლობის შესახებ. ამ გადაწყვეტილების საფუძველზე იქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის სიდიდე დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე. ჯგუფში კომპანიის ხელმძღვანელის ჩართვა სავალდებულოა. თუ კომპანია დიდია, სამუშაო ჯგუფში შეიძლება ჩაერთონ გარე კონსულტანტები. სამუშაო ჯგუფი სისტემის დანერგვის კოორდინატორია. სისტემის დანერგვაში, კომპანიის ყველა თანამშრომელი, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, უშუალოდ უნდა იყოს ჩართული.
ორგანიზაციისა და არსებული მარეგულირებელი დოკუმენტების აუდიტის (ინსტრუქციები, კომპანიის სტანდარტები) საფუძველზე განისაზღვრება კომპანიის პოლიტიკის, მიზნების, განვითარების სტრატეგია, განისაზღვრება სერტიფიცირების სფერო. ფორმდება ბრძანება კომპანიაში ხარისხის სისტემის დანერგვის შესახებ.
ISO 9001 სტანდარტით, ხარისხის მართვის სისტემა ორიენტირებულია მომხმარებელზე. სტანდარტის ძირითადი პრინციპია, რომ კომპანიამ უნდა გააცნობიეროს თავისი პროდუქტის ან/და სერვისის მომხმარებლების საჭიროებები, დააკმაყოფილოს მათი მოთხოვნები და შეძლოს წინასწარ განსაზღვროს მათი მოლოდინები. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება საწარმო გახდეს ეფექტური.
არსებული პრაქტიკით, კომპანიების მიერ, ISO 9001 სტანდარტის მოთხოვნებთან შესაბამისობის სერტიფიცირების მიზნები ზოგადად შემდეგია:
- საწარმოს ეფექტურობის გაზრდა;
- კომპანიის მართვის სისტემის გაუმჯობესება;
- წარმოებული საქონლის ან/და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება;
- კონკურენტული უპირატესობების მოპოვება (რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საერთაშორისო პროექტებში მონაწილეობისას);
- საწარმოს იმიჯის გაუმჯობესება;
- სერიოზული პარტნიორების ან ინვესტორების მოზიდვა;
- ნებართვების ან ლიცენზიების მიღების პროცედურის გამარტივება.