ISO 9001:2015/Amd 1:2024(en) – Quality management systems — Requirements — AMENDMENT 1: Climate action changes – ISO 9001:2015/Amd 1:2024(en) – ხარისხის მართვის სისტემები — მოთხოვნები — შესწორება 1: კლიმატის მოქმედების ცვლილებები
ISO 9001:2015 სტანდარტის ცვლილებები (ISO 9001:2015/Amd 1:2024(en) ხარისხის მართვის სისტემები — მოთხოვნები — შესწორება 1: კლიმატის მოქმედების ცვლილებები) , განპირობებულია სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის აქტიურ მუშაობასთან, მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის ხელშეწყობასთან დაკავშირებით, რომელთაგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია კლიმატის ცვლილებასთან ბრძოლა. ცვლილება ძალაშია 2024 წლის 22 თებერვლიდან, მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილების მოსაზრებების ინტეგრირებას ორგანიზაციული მართვის სისტემებში:
ცვლილება ეხება ISO 9001:2015 სტანდარტის 4.1 და 4.2 პუნქტებს, კერძოდ:
ცვლილების თანახმად, ორგანიზაციებს მოეთხოვებათ შეაფასონ კლიმატის ცვლილების რელევანტურობა მათი ოპერაციების ფარგლებში. 4.1 პუნქტს „ორგანიზაციისა და მისი კონტექსტის გაგება“ დასასრულს დაემატა შემდეგი ტექსტი: „ორგანიზაციამ უნდა განსაზღვროს, არის თუ არა კლიმატის ცვლილება შესაბამისი საკითხი“ – “The organization shall determine whether climate change is a relevant issue“.
პუნქტი 4.2 – დაემატა შენიშვნა: „NOTE: Relevant interested parties can have requirements related to climate change“ – შენიშვნა; შესაბამის დაინტერესებულ მხარეებს შეიძლება ჰქონდეთ მოთხოვნები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით.
აღსანიშნავია, რომ ცვლილება ეხება არა მხოლოდ ISO 9001-ს, არამედ ვრცელდება მართვის სისტემის 30 სხვა სტანდარტზეც. აღსანიშნავი მაგალითებია ISO 14001, ISO 27001 და ISO 45001, რომლებიც მსოფლიოში ყველაზე ფართოდ აღიარებულ სტანდარტებს შორისაა.
წყარო: https://www.iso.org/obp/ui/en/#iso:std:iso:9001:ed-5:v1:amd:1:v1:en
